"მანჩესტერ იუნაიტედს" ლუი ვან გაალის გაშვება 6 მილიონი ევრო დაუჯდება

AutoSharing Option
The Times-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას კლუბიდან მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის დროზე ადრე გათავისუფლება 6 მილიონი ევრო დაუჯდება.

კონტრაქტის თანახმად, ვან გაალი წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებს, დამატებითი ბონუსებით კი, მთლიანობაში 10 მილიონ ევრომდე. კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, ვან გაალმა ხელფასის 2/3 უნდა მიიღოს და თუ 2017 წლის ივნისამდე ჰოლანდიელი ახალ კლუბს ვერ იპოვის, "მანჩესტერმა" ამ ხნის მანძილზე ხელფასი უნდა უხადოს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დრომდე აქვს ჰოლანდიელ სპეციალისტს მანკუნიანელებთან კონტრაქტი გაფორმებული.
ასევე დაგაინტერესებთ