"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ნიდერლანდელთა ეროვნული გუნდის მწვრთნელი ლუი ვან გაალი გააკრიტიკა, რომლის ხელმძღვანელობითაც "მანჩესტერში" 2014/15-ის სეზონში თამაშობდა.

"ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდა, "მანჩესტერიდან" თუნდაც ჯანდაბაში წასასვლელად ვიყავი მზად. კლუბის ხელმძღვანელობამ ვან გაალთან ჩემი პრობლემის შესახებ იცოდა. ერთხელ 3:0 მოვიგეთ, მე გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემა გავაკეთე, მან კი მეორე დღეს დამირეკა, რათა ვიდეო ეჩვენებინა, რომელზეც ჩემი არაზუსტი პასები იყო. ის ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი იყო", - განუცხადა დი მარიამ Ataque Futbolero-ს.

დი მარიას ნათქვამზე ვან გაალმა კომენტარი De
Telegraaf-თან გააკეთა: "ის კარგი ფეხბურთელია. "მანჩესტერში" პირადი პრობლემები ჰქონდა. მის თამაშზე ესეც აისახა. თავისი ყველაზე ცუდი მწვრთნელი მიწოდა? ის ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, ვინც ასეთი აზრისაა. რას იზამ, ამაზე ძალიან მწყდება გული და ვწუხვარ, რომ ეს თქვა. მწვრთნელს ხანდახან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება უხდება, რომლებიც ბევრს არ მოსწონს.

დეპაისაც მოუწია ჩემთან საქმის დაჭერა და ახლა ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით. არა, ამას ახლა აქ არ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს მას ყოველთვის არ მოსწონს - რას ვიზამთ, სამწუხარო, მაგრამ მაინც სასიამოვნოა".

დი მარია 2014 წლის აგვისტოში "მანჩესტერმა" "რეალისგან" 75 მილიონ ევროდ შეიძინა და ამ გუნდში ორ წელიწადში 32 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ გაიკვიროთ ქართველმა ძალად კაცებმა,რაც თქვენ სუფრაზე გიკოცნავიათ. ფუ თქვენი ქურქი დავხიე
ნინო რეხვიაშვილი
00:00 09-12-2022
57
მართალია ლუი. უამრავი ფეხბურთელი აღზარდა და გაწვრთნა ვან გაალმა შოთა არველაძის ჩათვლით, მაგრამ აუგი დი მარიას გარდა არავის დასცდენია. ანხელი დაბერდა და ქალივით აწუწუნდა...
ლაშა
23:21 08-12-2022
28

სიახლეები პოპულარული