სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
პრემიერლიგა. XXIX ტური: ლონდონური დერბი "ლესტერის" სასარგებლოდ [VIDEO]
AutoSharing Option
05:21 06-03-2016
5 მარტს ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის 8 შეხვედრა გაიმართა.

ჩრდილოლონდონური დერბი "ტოტენჰემსა" და "არსენალს" შორის 2:2 დასრულდა, არადა, სტუმრებმა 55-ე წუთიდან მოყოლებული 10 კაცით ითამაშეს.

პირველ ტაიმში აარონ რემზიმ საოცარი გოლით გახსნა ანგარიში. 55-ე წუთზე სტუმრებს ფრანსის კოკლენი გაუძევეს და მალევე, ორ-წუთიან მონაკვეთში ტობი ალდერვეირელდმა და ჰარი კეინმა "ტოტენჰემი" დააწინაურეს, მაგრამ ალექსის სანჩესმა "არსენალს" 76-ე წუთზე გატანილი გოლით გადაურჩინა ქულა - 2:2.

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ შედეგით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2:1-ს ვიგებდით და მეტოქეს კაცი აკლდა. კმაყოფილი ვარ, რომ "არსენალს" ისევ სამი ქულით ვუსწრებთ. ახლა კი მხოლოდ "დორტმუნდთან" თამაშზე ვფიქრობთ, ისიც ძლიერი მეტოქეა".

არსენ ვენგერი (არსენალი): "ფრანსისი მიხვდა თავის შეცდომას და იმედია, ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება. არ ვაპროტესტებ მის გაძევებას, სამაგიეროდ, ვაპროტესტებ, რომ არ გააძევეს დაიერი. კარგი იქნებოდა, მსაჯიც რომ იყოს პრესკონფერენციაზე, მე მასთან მწვავე შეკითხვა მექნებოდა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლონდონურ დერბიში ფრით დიდებულად ისარგებლა "ლესტერ სიტიმ", რომელმაც სტუმრად "უოტფორდი" რიად მაჰრეზის დიდებული გოლით დაამარცხა - 1:0. ახლა "მელიები" "ტოტენჰემს" 5, ხოლო "არსენალს" 10 ქულით უსწრებენ.

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "არ ვიცი, ვინ არის ჩვენი მდევარი. "ლესტერისთვის" ყოველი მატჩი ფინალია. მე სულ ამას ვეუბნები ბიჭებს. ტიტული ჯერ კიდევ არ არის ჩვენი. მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ".

მართალია, "ჩელსიმ" ვერ აჯობა "სტოკ სიტის", მაგრამ გუს ჰიდინკმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა ზედიზედ წაუგებელი სერიის მიხედვით, როგორც ახალმა მწვრთნელმა - ჰოლანდიელმა ზედიზედ 12 მატჩი არ წააგო, რაც დაინიშნა. 
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტის" "ასტონ ვილა" მხოლოდ ტაიმი გაუძალიანდა, შემდეგ კი ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა, სერხიო აგუერომ დუბლი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანეუელ პელეგრინი (სიტი): "ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, ლიდერები კიდევ ბევრჯერ დაკარგავენ ქულებს".

ტოტენჰემი-არსენალი 2:2
გოლები: 0:1 რემზი (39), 1:1 ალდერვეირელდი (60), 2:1 კეინი (62), 2:2 ა. სანჩესი (76)
გაძევება: კოკლენი (55. არსენალი)

სიტი-ასტონ ვილა 4:0
გოლები: 1:0 ი. ტურე (48), 2:0 აგუერო (50), 3:0 აგუერო (60), 4:0 სტერლინგი (66)

ნიუკასლი-ბორნმუთი 1:3
გოლები: 0:1 ტეილორი (28 ს. კ), 0:2 კინგი (70), 1:2 ა. პერესი (80), 1:3 დენიელსი (90)

სუონსი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 სიგურდსონი (61)

ჩელსი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 ბ. ტრაორე (39), 1:1 დიუფი (85)

საუთჰემპტონი-სანდერლენდი 1:1
გოლები: 0:1 დეფო (85), 1:1 ვან დეიკი (90)
გაძევება: ჟოზე ფონტე (79. საუთჰემპტონი)

ევერტონი-ვესტ ჰემი 2:3
გოლები: 1:0 ლუკაკუ (13), 2:0 ლენონი (56), 2:1 ანტონიო (78), 2:2 სახო (81), 2:3 პაიე (90)
გაძევება: მირალასი (34. ევერტონი)

უოტფორდი-ლესტერი 0:1
გოლი: 0:1 მაჰრეზი (56)

6 მარტი
კრ. პალასი-ლივერპული 17:30
ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერი 20:00

1. ლესტერი - 60 ქულა; 2. ტოტენჰემი - 55; 3. არსენალი - 52; 4. სიტი - 50; 5. ვესტ ჰემი - 49.
ika
12:23 06-03-2016
ლესტერი ! ლესტერი! ლესტერი! )))) შარშან კაციშვილს არ ქონდა გაგებული რა იყო :D:D:D:D