ლონდონის "ჩელსი" ტონი კროოსის გადაბირებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველით, ტონი კროოსით დაინტერესდა.

ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი გუს ჰიდინკი მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი მის გუნდს სარგებლობას მოუტანს, თუმცა ”ჩელსისთვის” კროოსის შეძენა იოლი არ იქნება - ჯერ ერთი, ის მადრიდის "რეალში" მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და თანაც, კონტრაქტი ამ კლუბთან 2020 წლამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში კროოსმა ესპანეთის ჩემპიონატის 22 მატჩში (ყველა ძირითადში) ითამაშა. გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა შვიდი საგოლე გადაცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული