გუს ჰიდინკი ლონდონში დააფიქსირეს

AutoSharing Option
უცხოელმა ჟურნალისტებმა ლონდონში ჰოლანდიელი სპეციალისტი გუს ჰიდინკი, ჰიროუს აეროპორტში დააფიქსირეს.

ჰიდინკი ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. აქვე გეტყვით, რომ ჰიდინკი წინა წლის ზაფხულიდან უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული