მადრიდის "რეალი" პოლ პოგბას ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველ პოლ პოგბას კონტრაქტი შესთავაზა.

მადრიდულმა კლუბმა ფრანგ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვით, პოგბა წელიწადში 18 მილიონ ევროს მიიღებს, - იტყობინება AS გამოცემა La Stampa-ზე დაყრდნობით.

უცხოური პრესის ინფორმაციით კი, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა ტურინში იმყოფება და პოგბასთან მოლაპარაკების გამართვას გეგმავს.