მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ კარლო ანჩელოტი მოხსნა

AutoSharing Option
25 მაისის საღამოს შედგა შეხვედრა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და იტალიელ თავკაც კარლო ანჩელოტის შორის. შეხვედრაზე პერესმა კარლიტოს აცნობა, რომ იგი თანამდებობიდან გადაყენებულია.

კლუბში აცხადებენ, რომ ახალ თავკაცს მომავალ კვირაში გამოაცხადებენ. ჯერჯერობით, ფავორიტებად რაფა ბენიტესი და იურგენ კლოპი მიიჩნევიან.

პერესმა ჟურნალისტებს შემდეგ განუცხადა: "მინდა გაცნობოთ, რომ კლუბის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კარლო ანჩელოტის გადაყენების შესახებ. ჩვენთან დიდი მოთხოვნებია, "რეალმა" ყოველ წელიწადს ტიტულები უნდა მოიგოს. რა გააკეთა ანჩელოტიმ ცუდი, ვერ გეტყვით, მაგრამ "რეალში" მართლაც ძალიან მაღალი სტანდარტები და მოთხოვნებია".

კარლო
ანჩელოტიმ "რეალი" 2013 წელს ჩაიბარა, მას მერე, რაც ჟოზე მოურინიო ლონდონის "ჩელსიში" წავიდა. გასულ სეზონში "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ესპანეთის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ამ სეზონში კი უტიტულოდ დარჩა.

"მინდა ყოველთვის კარგად დამამახსოვრდეს მადრიდში გატარებული ორი ფანტასტიკური სეზონი. მადლობა კლუბს, ფანებს და ჩემს ფეხბურთელებს, ჰალა მადრიდ", - დაწერა კარლო ანჩელოტიმ "ტვიტერზე".