"ატლეტიკო" და "ვილიარეალი" პირველ საშინაო მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ

AutoSharing Option
დღეს, ესპანეთში ლა ლიგის 2017/18 წლების სეზონის კალენდრის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 20 აგვისტოს, პირველ ტურში. თუმცა აქედანვე ცნობილია, რომ პირველ ორ ტურს მადრიდის "ატლეტიკო" და "ვილიარეალი" სტუმრად ჩაატარებენ.

საქმე ისაა, რომ ორივე გუნდს სტადიონი ჯერ ბოლომდე წესრიგში არა აქვს - "ატლეტიკო" ვერ ასწრებს სეზონის დაწყებამდე "ვანდა მეტროპოლიტანოს" ახალი სტადიონის დასრულებას, ხოლო ვალენსიის მხარეში, "ესტადიო დე ლა კერამიკაზე" სარემონტო სამუშაოებია.

ორი ტური საქმეს იმის გამო შველის, რომ ორი ტურის შემდეგ სანაკრებო პაუზა იწყება და გუნდებს
არენების წესრიგში მოსაყვანად საკმარისი დრო ექნებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული