კრიშტიანო რონალდოს ერთი პოსტი 400 ათასი ევრო ღირს

AutoSharing Option
პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო მხოლოდ ფეხბურთით არ აგროვებს მილიონებს.

მადრიდის "რეალის" ფორვარდი მესამე ადგილზეა იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც "ინსტაგრამში" სარეკლამო პოსტებით სოლიდურ თანხას გამოიმუშავებენ. ეს ცნობილი გახდა ბრიტანული კომპანია Hopper-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად.

კერძოდ, ირკვევა, რომ რონალდო 400 ათას ევროს იღებს თავის თითო ფოტოში, რომელსაც Instagram-ის სოციალურ ქსელში ათავსებს. ამ მომენტისთვის, კრიშტიანოს გვერდზე ხელმომწერთა რიცხვი 106 მილიონ მომხმარებელს აღწევს.

საკუთარი იმიჯით რონალდოზე უფრო მეტს გამოიმუშავებენ ამერიკელი მსახიობი და მომღერალი სელენა გომესი (550 ათასი ევრო ერთი პოსტისთვის) და ამერიკელი ფოტომოდელი
კიმ კარდაშიანი (500 ათასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული