Marca: კილიან მბაპე "რეალში" გადასვლას დათანხმდა

AutoSharing Option
"მონაკოს" 18 წლის თავდამსხმელი კილიან მბაპე, შესაძლოა, მადრიდის "რეალში" ზაფხულში გადავიდეს.

Marca-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფორვარდმა უკვე მისცა თანხმობა "სამეფო კლუბს".

"რეალის" ხელმძღვანელობა უკვე ეკონტაქტა ფეხბურთელის ოჯახის წევრებს, რომლებიც მის ინტერესებს წარმოადგენენ.

წყაროს ცნობით, მბაპეს "რეალში" გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი ზიდანის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშის სურვილია.