სერხიო რამოსი ჟერარდ პიკეს: ბევრს ლაპარაკობ!

AutoSharing Option
23 აპრილს ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. მადრიდის "რეალმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და  2:3 დამარცხდა. 78-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მადრიდელთა კაპიტანი სერხიო რამოსი გააძევა.

- ლა ლიგა. XXXIII ტური: "ბარსელონამ" "ელ კლასიკო" მოიგო და გალიდერდა

მოედნიდან გასვლამდე რამოსმა მსაჯის მიმართ პრეტენზია ირონიული ტაშით გამოხატა, "ბარსელონას" მცველ ჟერარდ პიკეს კი შემდეგი რამ მიაძახა: "ბევრს ლაპარაკობ".

შეგახსენებთ, რომ მსაჯის მიმართ ირონიული ტაშისთვის სადისციპლინო კომიტეტმა "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რის გამოც მან "ელ კლასიკო" გამოტოვა.

-
"რეალთან" მოგება იმ გულშემატკივრისთვის გვსურდა, ვინც "იუვენტუსთან" 85-ე წუთზე ტაშს გვიკრავდა"

- ზინეზინ ზიდანი: ასეთ დროს გონება უნდა აამუშაო და მთელი გუნდით თავი დაიცვა
- "რეალის" კარში გატანილი გოლი ლიონელ მესისთვის "ბარსელონას" მაისურით მე-500 იყო
- ივან რაკიტიჩი: ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, მსაჯს რამოსი რომ არ გაეგდო
- ჟერარდ პიკე: "რეალი" სხვანაირ მსაჯობასაა მიჩვეული, რომელიც დღეს არ იყო