ლა ლიგა. XXXIII ტური: "ბარსელონამ" "ელ კლასიკო" მოიგო და გალიდერდა

AutoSharing Option
23 აპრილს ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. მადრიდის "რეალმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და  2:3 დამარცხდა.

მთელი მატჩი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა. გუნდებმა ერთმანეთის კართან უამრავი მომენტი შექმნეს და გულშემატკივარი ამ თამაშით ნამდვილად დიდ სიამოვნებას მიიღებდა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - 28-ე წუთზე თავი კარლოს ენრიკე კაზემირომ გამოიჩინა. "ბარსელონას" ანგარიშის გასათანაბრებლად 5 წუთი დასჭირდა - 33-ე წუთზე მადრიდელთა კარში გოლი ლეო მესიმ გაიტანა. ტაიმი ასეც მორჩა.

73-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით "რეალის" კარში მეორე გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა, ამ გოლიდან ხუთ
წუთში კი მადრიდელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი გააძევა. მიუხედავად ამისა, "რეალი" არ მოეშვა, შეუტია და მაინც შეაგდო. 86-ე წუთზე მოედანზე 4 წუთის შემოსულმა ხამეს როდრიგესმა გაიტანა. თუმცა საბოლოო სიტყვა 92-ე წუთზე ლიონელ მესიმ თქვა - 3:2.

საბოლოოდ, "ბარსელონამ" მოიგო და აქტივში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა. ამ გამარჯვებით "ბარსელონას" 75 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. ამდენივე აქვს მადრიდის "რეალს", თუმცა თამაშით ნაკლები.

- "რეალთან" მოგება იმ გულშემატკივრისთვის გვსურდა, ვინც "იუვენტუსთან" 85-ე წუთზე ტაშს გვიკრავდა"
- ზინეზინ ზიდანი: ასეთ დროს გონება უნდა აამუშაო და მთელი გუნდით თავი დაიცვა
-  "რეალის" კარში გატანილი გოლი ლიონელ მესისთვის "ბარსელონას" მაისურით მე-500 იყო
-  ივან რაკიტიჩი: ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, მსაჯს რამოსი რომ არ გაეგდო
-  ჟერარდ პიკე: "რეალი" სხვანაირ მსაჯობასაა მიჩვეული, რომელიც დღეს არ იყო
- სერხიო რამოსი ჟერარდ პიკეს: ბევრს ლაპარაკობ!
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეტყობა საქმის კურსში არა ხარ, სერია ა-ს შემდეგ, ლა ლიგაშიც განაცხადეს ამ სიახლის შემოღებაზე.
მერაბი გ.-s
20:49 24-04-2017
0
არადა ისე ამ მადრიდისტებს ავიწყდებათ 1 რაღაც, ნეიმარის დისკვალიფიკაცია, რომელიც მოგონილი იყო და ნეის 3 თამაშიანი მისცეს ტაშის დაკვრისთვის და გუშინ საკადრისი პასუხი გაეცათ მადრიდისტებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ასე რომ მსაჯებზე საუაბარი ნეიმარის დისკვალიფიკაციიდან დაიწყეთ.
vato
16:54 24-04-2017
0

სიახლეები პოპულარული