ესპანეთის თასი. 1/8-ფინალი: 6-გოლიანი შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 იანვარს ესპანეთის თასის მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

"სევილიამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა. მე-10 წუთზე "სევილია" დაწინაურდა დანილოს ავტოგოლით. "რეალმა" გათანაბრება მხოლოდ 48-ე წუთზე მარკო ასენსიოს გოლით შეძლო. 53-ე წუთზე სტევან იოვეტიჩმა გაიტანა, 77-ე წუთზე კი ვისენტე იბორამ ანგარიში 3:1 გახადა.

83-ე წუთზე სხვაობა პენალტით სერხიო რამოსმა შეამცირა, ხოლო 93-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ შეაგდო.

ამ გამარჯვებით "რეალმა" მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "რეალმა" ანგარიშით 3:0 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული