ვლადან ივიჩი: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ მეორე მატჩია!

AutoSharing Option
ბერძნული პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა ვლადან ივიჩმა ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პირველი მატჩი პაოკ-მა თბილისში "დინამოსთან" გამართა და მეტოქე გუნდი ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

- თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა

"შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. პირველისგან განსხვავებით, მეორე ტაიმი უკეთესი გამოგვივიდა - პირველში ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის გამოსწორებაც მეორე ტაიმში შევძელით. ჩემთვის ნამდვილად დიდი პრობლემაა ის ფეხბურთი, რომელიც ჩემმა გუნდმა პირველ 45 წუთში ითამაშა.

ფეხბურთში შეცდომები ხშირია - არავინაა უშეცდომო. დღეს შეცდომები ჩვენმა მეტოქემ
დაუშვა, რითაც ვისარგებლეთ, თუმცა ეგ არაფერი - მთავარია ამ შეცდომების სწორი ანალიზი გააკეთო და შემდგომში მათი გამოსწორება სცადო.

გუშინ, როცა ვთქვი, შანსები 50-50-ზეა, ნამდვილად ასე ვფიქრობდი. "დინამო" საკმაოდ ძლიერი გუნდია, სადაც გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობებ. მათ თავი პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი და რამდენიმე მომენტიც შექმნეს. სავსებით შესაძლებელი იყო, პირველი ტაიმი მათ სასარგებლოდ დასრულებულიყო...

ჯგუფურ ეტაპზე არ ვფიქრობ, ადრეა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, წინ მეორე მატჩია", - განაცხადა ივიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
Ho saxshi wavaget da aba gasvlasac xo ar wwavagebt exlaaa


0
ვლადანი მართალია ცოტა იუმორით ხომ უნდა შეხედოს მომავალ მატჩს თან თვითონაც გულის სიღრმეში 100% სჯერა თავისი გუნდის წარმატებისა! ეკაიფება და კაიფობს!
Gocha Juve
12:24 19-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული