უჩა სოსიაშვილი: "შირაქი" 90 წუთის განმავლობაში უშანსოდ დავტოვეთ!

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

დღეს, 30 ივნისს, გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე სომხური 'შირაქი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

"თამაში რთული და დაძაბული გამოდგა. თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო. არავის სურდა მეორე ნომრად თამაში. ორივე გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვიდა. პირველი ტაიმი სანახაობრივად უკეთესი იყო. მეორეში კონტრშეტევებზე ვამჯობინეთ თამაში. ვიტყოდი, რომ "შირაქი" მთელი მატჩის მანძილზე უშანსოდ დავტოვეთ.

გუნდი ერთ მუშტად შეიკრა და ამან შედეგი განაპირობა, რისთვისაც მადლობა ფეხბურთელებს.

კარგია, რომ გავიმარჯვეთ,
მაგრამ წინ 90 წუთი გველის. კარგია ისიც, რომ გოლი არ გავუშვით შინ და ვიმედოვნებ, სომხეთშიც თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს შემადგენლობაში მოხდა ბევრი ცვლილება - 7 ფეხბურთელი მოვიდა და შეთამაშების პრობლემა არის, რადგან ამხანაგური მატჩები ნაყოფიერად ვერ გამოვიყენეთ. შეთამაშდება ეს გუნდი და თავს უკეთ წარმოვაჩენთ. ვიცით, რა გარემო იქნება სომხეთში, თუმცა ცდას არ დავაკლებთ.

მსაჯებზე საუბარი არ მსურს. თქვენ შეაფასეთ, მე მხოლოდ ჩემს გუნდზე ვსაუბრობ", - განაცხადა სოსიაშვილმა.

სომხური გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით კი, არა მხოლოდ დღევანდელი ანგარიშიდან, არამედ თამაშიდან გამომდინარეც, განმეორებით მატჩშიც ფავორიტი "დილა" იქნება.

ასევე იხილეთ:
გორის "დილამ" "შირაქი" პირველ მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
ასევე დაგაინტერესებთ