"დილას" გეილის დამატების მსურველთა რიგი დაუდგა - გორელებს 1,2 მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს

AutoSharing Option
Transfermarket-ის ცნობით, გორის "დილას" გუნდის ბარბადოსელი შემტევის მსურველთა რიგი დაუდგა. 21 წლის ფეხბურთელის შეძენა ოთხ გუნდს სურს, საიდანაც ორი პოლონურია.

ექსტრაკლასას შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული "რაკუვი" ქართულ გუნდს 1,2 მილიონ ევროს სთავაზობს და მზადაა ეს თანხა გადაიხადოს.

გეილით დაინტერესებულნი არიან ასევე პოლონური "ვისლა", შვეიცარიული "იანგ ბოიზი" და ავსტრიული "ვენის რაპიდი".

ბარბადოსელი "დილაში" 2022 წელს უნგრული "ჰონვედიდან" გადაბარგდა. აღსანიშნავია, რომ ის გუშინ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის განაცხადში არ ყოფილა, სადაც გორელებმა გასვლაზე "საბურთალოს" 2:1 მოუგეს, ეს კი მის ტრანსფერზე მოასწავებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რა ეჩქარებოდათ სიგუას გაყიდვა,ასტანასთან განმეორებით მატჩში მაინც ეთამაშებიათ და მერე გაეყიდათ. ვითომ ბაზელში ძირითადში ათამაშებდნენ. იქ პირველ 2 ტურში საერთოდ სკამზე დატოვეს,. გაუგებრობაა აბა რაა . აქ გვჭირდებოდა იქ კიდევ საერთოდ არ ათამაშებდნენ!
აააა
17:24 21-08-2023
5
რად უნდა ქება დიდება-შეხედე კარგი ფეხბურთელია,აიყვანე.
ვერ თამაშობს,მაგრამ აგენტი გაბოლებს ჯოტია ცაავააო-გაპიზდე აგენტი და დაბლოკე ტელეფონში.
გორის გუნდი ასე მუშაობს და სხვები ზოგს ისეთ აგენტებთან აქვთ ურთიერთობა-აფრიკაში ტიპებს რო დაეძებენ "გთავაზობთ სამუშაოს თითქმის ევროპაში"
Levani
16:13 21-08-2023
3

სიახლეები პოპულარული