გორის "დილამ" "შირაქი" პირველ მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "დილამ" სომხურ "შირაქს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი გორელთა ფორვარდ ირაკლი მოდებაძის (36-ე წუთი) ანგარიშზეა, საგოლე გადაცემა კი გრიგოლ დოლიძემ შეასრულა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 7 ივლისს, სომხეთის ქალაქ გიუმრიში გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ