დილა-შირაქის მატჩის ბილეთების ფასი 3, 5 და 10 ლარია

AutoSharing Option
გორის "დილასა" და გიუმრის "შირაქის" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისიდან დაიწყება.

ბილეთები ქალაქ გორში თეატრის სალაროებში გაიყიდება. ბილეთის ფასი 3, 5 და 10 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 30 ივნიის 18:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

დილა-შირაქის მატჩს უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ანატოლი ჟაბჩენკო იქნება, მას დაეხმარებიან: იგორ ალოხინი და ანდრიი სკრიპკა, მეოთხე მსაჯი კი მიკოლა ბალაკინი იქნება.

მატჩის დელეგატი ეროვნებით
ბელარუსი იაენ ტრატსიკი იქნება, მსაჯთა დამკვირვებელი კი თურქი კუდუსი მუფტუოგლუ.

მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ