მამუკა კვარაცხელიას სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ჩააბარეს

AutoSharing Option
უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა.

წლებია, დამოუკიდებელი ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული ფეხბურთისთვის სხვადასხვა მიმართულებით შრომობს. თავის დროზე, კვარაცხელია საქმიანობდა ქართულ მედიაში, იყო სფფ-ის თანამშრომელი, ბოლო 15 წელი კი უეფას მედიაოფიცერი გახლავთ.

კურიოზია, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თითქმის ყველა ხელმძღვანელი მასთან თანამშრომლობისგან თავს იკავებდა...

კვარაცხელია უკვე შეუდგა საქმეს და ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფის სხვა წევრებთან (გია ისიანი, თამარ ასათიანი, ალექსანდრე თორია, ლევან თოფურია) ერთად დასავლეთ საქართველოს ესტუმრა.

თავიდან, ამ ჯგუფმა
ქობულეთის "ჩელე არენა" მოინახულა. ჯგუფის მიზანი დასავლეთ საქართველოში უმაღლესი და პირველი ლიგის სათამაშო და სავარჯიშო მოედნების მდგომარეობის შესწავლაა. მათ აჭარის მასშტაბით ყველა ის სტადიონი და სავარჯიშო მოედანი შეამოწმეს, რომლებიც ბათუმის "დინამოსა" და ქობულეთის "შუქურას" მიერ იყო მითითებული.

სტუმრებს თან ახლდათ აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე, რომელმაც სტუმრებს დეტალურად გააცნო აჭარის ფეხბურთის ფედერაციის მომავალი გეგმები.

აჭარის შემდეგ სფფ-ის ინსპექტირების ჯგუფი ეწვია ქუთაისს, სამტრედიას, მარტვილსა და ფოთს, სადაც სტადიონებისა და სავარჯიშო თუ სათამაშო მოედნების მზადყოფნაში მოსაყვანად შესაბამის სამსახურებს ინსტრუქციები და მითითებები მისცეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ე რაცუდია ამდენი .... რო არიან
0
ძალიან კარგია , მაგრამ სტადიონები რა მდგომარეობაშია ესაა საინტერესო და რა ეშველებათ
დარდუბალა
22:25 04-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული