ფუტსალის ასოციაციას სფფ-ის წევრობა დროებით შეუჩერდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფუტსალის ასოციაციას ფედერაციის წევრობა დროებით შეუჩერდა.

როგორც კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ფედერაციის აღმასკომმა ფუტსალის ასოციაციაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო.

"ფუტსალის ასოციაციაში ქაოსია. არ ტარდება ჩემპიონატი. ოქტომბერში დაიწყო პირველობა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 4 თამაშია გამართული. ჩვენ მივწერეთ ფუტსალის ასოციაციას, თუმცა მათგან მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ჩემპიონატი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება, თუმცა ეს რას ნიშნავს, გაუგებარია.

გარდა ამისა, მათ მიერ გამოგზავნილ წერილს ხელს არავინ აწერს, შესაბამისად, ასოციაციაში პასუხისმგებლობის ამღებიც კი არავინ აღმოჩნდა.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოციაციას შეუჩერდეს წევრობა.

დაველოდებით ფუტსალის ასოციაციაში რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯი", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე აღმასკომმა თანამდებობაზე აღადგინა საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ბიწაძე.

კობიაშვილის თქმით, აღმასკომმა მიიჩნია, რომ ბიწაძე წინა მმართველობის პერიოდში თანამდებობიდან უსაფუძვლოდ იყო გათავისუფლებული. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ასევე მოგვარდა საფეხბურთო კლუბ "გურიის" პრობლემა.

"საფეხბურთი კლუბი "გურია" და ყოფილი მწვრთნელები შეთანხმდნენ. ამ შეთანხმების შედეგად კლუბი ყოფილ მწვრთნელებს დავალიანებას პირველ თებერვლამდე გადაუხდის. შესაბამისად, კლუბს სანქციები აღარ დაეკისრება", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

რაც შეეხება ფოთის "კოლხეთში" შექმნილ პრობლემებს, როგორც კობიაშვილმა განაცხადა, ის დღის მეორე ნახევარში შეხვდება კლუბის წარმომადგენელს და დეტალურად მოისმენს შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციას.

ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები ხელფასების დაგვიანების გამო თამაშზე უარს აცხადებენ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
werilis wera ar sezlebia sacodavebs da gaagdet saertod futbolidan
huntelaar
17:19 01-12-2015
0
ეს უკვე კაი ამბავია ფუტსალით დაინტერესება. კარგია კობი, მაგრამ ეხლა მთავარია ახალი სუფთა ფურცლიდან ახალი სუფთა ხალხით დაიწყოთ მუშაობა. ძველი გასვრილი სასტავი არ გააკაროთ არანაირ საქმეს
ვაკო
17:07 01-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული