biletebi.ge: დაპაუზება იმის გამო მოხდა, რომ რიგში იყო 60 ათას ადამიანზე მეტი

AutoSharing Option
biletebi.ge-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა საიტზე დაპაუზების მიზეზი ახსნა.

შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დილის 9 საათიდან დაიწყო.

იმისთვის, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთი იყიდო, biletebi.ge-ზე რიგი უნდა დაიკავო.


მიუხედავად იმისა, რომ საიტის ხელმძღვანელობისგან იყო დაპირება, ტექნიკური პრობლემები არ იარსებებდა, სოციალურ ქსელში მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ ბილეთების ყიდვას ვერ ახერხებენ.

Sportall.ge biletebi.ge-ს გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩხიკვიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საიტზე დაპაუზება რიგის განელების გამო მოხდა, ვინაიდან იმ მოცემული მომენტისთვის
biletebi.ge-ზე 60 ათას ადამიანზე მეტი იყო შესული.

"რიგი დაპაუზებული იყო ზუსტად ათი წუთის განმავლობაში, რიგში იყო 60 ათას ადამიანზე მეტი. ბილეთები იყიდება ჩვეულებრივ, ელემენტარულად, ძალიან დიდი რიგია და ძალიან დიდხანს უწევს ხალხს ლოდინი. დაპაუზება იყო რიგის გასანელებლად", - თქვა ჩხიკვიშვილმა.

ჩხიკვიშვილის განმარტებით, ვინც რიგში პირველი იქნება, მას შეეძლება ბილეთების ყიდვა, დანარჩენს კი ლოდინი მოუწევს. მნიშვნელობა არ აქვს, ერთი კომპიუტერიდან რამდენი "ბრაუზერი" გაიხსნება. ერთი პირადობით მხოლოდ ოთხი ბილეთის ყიდვა იქნება შესაძლებელი

"ნებისმიერი სისტემიდან, როგორც არ უნდა შეხვიდეთ, მაინც ჩაგაყენებთ რიგში. რეგისტრაციისას უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი და ისე შეიძენთ ბილეთს", - აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.

აქვე გთავაზობთ biletebi.ge-ს რეკომენდაციებს, რომლებიც კომპანიამ საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა:

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლა დაპაუზებული ხართ პადაუზებულს რომ დაწერთ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს კიდევ კარგი რომ შორსაა თამაში თორემ ის 6000 გულშემატკივარი თუ დასწრება თამაშს რომლის ბილეთების გაყიდვა უეფამ იკისრა თორემ ჩვენ ვერ მოვამბავდით თავს ალბათ ქართველ გულშემატკივრებზე გასაყიდ ბილეთებს მაგრამ ალბათ მოეწრება მანამდის გაყიდვა დღეში ხომ 400 ბილეთემდი იყიდება ფეხბურთამდე კი საკმაო დროა
ემზარი
12:38 30-06-2015
0
ვაი თქვენს პატრონს, თქვენ მაგის თავისმობმელი არ იყოთ.ხალხო, დომენტია.გე-ზე იყიდება თურმე რიხირიხინით, შეუფერხებლად
ქართული ანტიფეხბურთი
12:09 30-06-2015
0

სიახლეები პოპულარული