უკრაინა VS საქართველო - ლეგენდების გალა-მატჩი კიევში

AutoSharing Option
დღეს, კიევში, საქართველოსა და უკრაინის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. შეხვედრა "ოლიმპიისკიზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს მისი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეეძლება.

ვარსკლავთა მატჩის ორგანიზატორები ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციები და კომპანია "აგრობიზნესი" არიან და მისი გამართვის მიზანი უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის განმტკიცება და ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ლეგენდების ნაკრების მწვრთნელები ალექსანდრე ჩივაძე და რევაზ ძოძუაშვილი არიან, მოედანზე კი სხვებთან ერთად ლევან კობიაშვილი და კახა კალაძეც გავლენ.

საქართველოს ლეგენდების ნაკრები
მეკარეები: ირაკლი ზოიძე, სოსო გრიშიკაშვილი,
გიორგი ლომაია.
მცველები: ლევან კობიაშვბილი, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მამუკა მაჭავარიანი, გელა შეყილაძე, გიორგი რევაზიშვილი, ლევან სილაგაძე.
ნახევარმცველები: ლევან ცქიტიშვილი, გოგა გახოკიძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, ვიტალი დარასელია, გიორგი ანჩაბაძე, ლადო ბურდული.
თავდამსხმელები: დავიდ მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ ყაველაშვილი, დავით სირაძე, მიხეილ ჯიშკარიანი.
მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე, რევაზ ძოძუაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ასეთი ლეგენდები მეორედ აღარ უნდა გვყავდეს
roma
11:39 24-06-2017
0
ასატიანი რატომ არ არის ტორპედოდან
gela
18:51 20-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული