ქუთაისის "ტორპედო" შეკრების ბოლო მატჩში "ტომს" დაუზავდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ "ტომთან" გამართა.

შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. დაწინაურება 64-ე წუთზე ქუთაისელებმა გიორგი ქიმაძის გოლით შეძლეს, ხოლო მატჩის მიწურულს რუსებმა გაათანაბრეს.

"ტორპედომ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

რ. კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, ადამაძე, ქიმაძე, გიგაური, მამასახლისი, დოლიძე, ბაბუნაშვილი, ტუღუში, კაპანაძე

სათადარიგონი: ქვილითაია, გურული, ბურჯანაძე, მახარობლიძე, კუხიანიძე, ფურცხვანიძე, საღრიშვილი

ეს მატჩი "ტორპედოსთვის" ბოლო იყო თურქულ შეკრებაზე. შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს მარტვილში ტორპედოელები საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონ "სამტრედიას" დაუპირისპირდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ