ზამთრის თასი 2017: "გაგრამ" ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, 15 იანვარს, "ზამთრის თასი 2017"-ის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "გაგრა" დაუპირისპირდნენ. ფინალში გამარჯვება "გაგრამ" მოიპოვა.

ანგარიში თავდაპირველად თბილისელებმა გახსნეს - თავი ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა. "გაგრამ" მცირე მონაკვეთში ორი გოლის გატანა მოახერხა - ჯერ იყო და ლევან პაპავამ გაიტანა, შემდეგ - გიორგი ვეკუამ. "დინამომ" პირველ ტაიმში მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება - შორეული დარტყმით "გაგრას" კარი გიორგი თევზაძემ აიღო. ტაიმი ასეც დასრულდა - 2:2.

მეორე ტაიმში "დინამომ" მიყოლებით 3 გოლი გაუშვა: გაფრინდაშვილმა დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი
ულამაზესი შორეული დარტყმით გიორგი ქურდაძემ გაიტანა - 5:2. შემდეგ დუბლი საბა ლობჟანიძემ მიითვალა, "გაგრადან" კი კიდევ ერთი გოლი ლუკა პაპავამ გაიტანა.

ამგვარად, "გაგრა" "ზამთრის თასი 2017"-ის გამარჯვებული გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული