"დიორი ეტოს" მწვრთნელს ლაშა თოთაძის გაშვება არ უნდა

AutoSharing Option
უნგრული "დიორი ეტოს" შემადგენლობაში მეხუთე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა ლაშა თოთაძემ. უნგრელებმა მორიგ ტესტ-მატჩში რუსულ პრემიერლიგაში გადასულ სარანსკის "მორდოვიასთან" 1:0 გაიმარჯვეს.

22 წლის მარცხენა მცველმა ძირითადში ითამაშა და მე-80 წუთზე შეცვალეს.

ლაშა თოთაძე მოედანზე მყოფი ერთადერთი ქართველი გახლდათ: რატი ალექსიძეს ტრავმა აწუხებს, შარშან უნგრულ "ზალაეგერშეგში" განათხოვრებული გიორგი განუგრავა კი ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო არ თამაშობს.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ თოთაძეს ისრაელისა და კვიპროსის კლუბები იწვევდნენ. თუმცა, სავარაუდოდ, ლაშა "დიორში" დარჩება.

როგორც ფეხბურთელმა გვითხრა, "დიორის" მთავარმა მწვრთნელმა ატილა პინტერმა საკუთარი და კლუბის
პრეზიდენტის შეთავაზება გააცნო - ორივე მისი დარჩენით იყვნენ დაინტერესებულები და როდესაც კლუბის ასეთი დამოკიდებულებაა, ფეხბურთელიც, ცხადია, სხვაგან წასვლაზე აღარ იფიქრებს.

მწვრთნელს თოთაძის დატოვება სურს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლაშა თოთაძე უნგრულ "დიორშია", მაგრამ ისრაელში ელიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული