საქართველოს ქალთა ნაკრები ფინალშია

AutoSharing Option
თბილისში 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებების ოთხთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ყაზახეთს 2:0 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მეორე ნახევარფინალში თურქეთმა აზერბაიჯანს 2:0 მოუგო.

21 მარტს, 14 საათზე, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მესამე ადგილისთვის ერთმანეთს აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ნაკრებები შეხვდებიან, ფინალი კი ამ დღესვე "მიხეილ მესხზე" 16 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული