ელიტლიგის ელიტა გარკვეულია

AutoSharing Option
თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ დაასრულა 10 ასაკობრივ ჯგუფში 2010-2011 წლების ელიტლიგის გათამაშება.

ტურნირი არაერთგვაროვნად მიმდინარეობდა - იყო დაძაბული და საინტერესო მატჩები, ზოგიერთ ასაკში კი გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გამოვლინდა გამარჯვებული. შედეგები ბავშვთა ფეხბურთში არსებული მდგომარეობის ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. ათი ასაკობრივი ჯგუფიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვეს რეგიონების გუნდებმა, დანარჩენ რვაში კი - თბილისის სკოლებმა. რაიონებში არსებული პირობების გათვალისწინებით, აღსანიშნავია რუსთაველთა და განსაკუთრებით ლაგოდეხელთა წარმატებები.

ყველაზე მეტი გამარჯვებული "ნორჩ დინამოს" ჰყავს - მათ 1997 და 1999-წლიანებში იპირველეს. "ნორჩი დინამო" არ არის ეკონომიკურად გამორჩეული
სკოლა, მაგრამ წარმატებით მუშაობს. სკოლის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი რევაზ ბარამიძე კმაყოფილებას ვერ მალავს, ადგილშეცვლილმა სკოლამ სახელი და დატვირთვა აღიდგინა, რაზეც ტიტულებიც მეტყველებსო - ელიტლიგის გარდა, დინამოელებმა სხვა პრესტიჟული გათამაშებებიც მოიგეს (1994 და 1999-წლიანთა "აფხაზეთის თასი", თბილისის ბავშვთა ფესტივალი).

აღსანიშნავია, რომ "ნორჩი დინამოს" გუნდები, რომლებსაც ავთო შენგელია (1997- წლიანები) და თამაზ კოსტავა (1999-წლიანები) ხელმძღვანელობენ, ზედიზედ მეორე წელიწადია იმარჯვებენ, ისევე როგორც 2000 წელს დაბადებულთა შორის გამარჯვებული გია ჯანგავაძის გუნდი, თუმცა ამჯერად ის "ავაზაში" მუშაობს.
გაგაცნობთ ზემოხსენებული ტურნირის პირველ სამეულებს.

U-18. 1. "იმედი" (რუსთავი), 2. "ლოკომოტივი" (თბილისი), 3. 35-ე სკოლა (თბილისი);
1994-წლიანები. 1. "დინამოს" აკადემია (თბილისი), 2. თენგიზ სულაქველიძის აკადემია (თბილისი), 3. "მერანი" (თბილისი);
1995-წლიანები. 1. "რანი" (ლაგოდეხი), 2. 35-ე სკოლა, 3. სულაქველიძის აკადემია;
1996-წლიანები. I ჯგუფი. 1. საქართველოს უნივერსიტეტი (თბილისი), 2. გორი, 3. "ოლიმპი" (რუსთავი).
1996-წლიანები. II ჯგუფი. 1. 35-ე სკოლა, 2. "ოლიმპიკი" (თბილისი), 3. თ. სულაქველიძის აკადემია;
1997-წლიანები. 1. "ნორჩი დინამო", 2. "ოლიმპი" (ჯიქია-1, თბილისი), 3. "ლოკომოტივი" (თბილისი);
1998-წლიანები. 1. "ოლიმპი" (თბილისი), 2. "ავაზა-1" (თბილისი), 3. "მერანი-2" (თბილისი);
1999-წლიანები. 1. "ნორჩი დინამო" (თბილისი), 2. "ოლიმპი"-1 (თბილისი), 3. "შევარდენი" (თბილისი);
2000-წლიანები. 1. "ავაზა"-2 (თბილისი), 2. "იმედი" (თბილისი), 3. "ოლიმპი" (თბილისი);
2001- წლიანები. 1. "ბაქსვუდი" (თბილისი), 2. თ. სულაქველიძის აკადემია (თბილისი), 3. გორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული