"მეცი" ჯაბა კანკავას ტრანსფერზე "რეიმსს" ვერ შეუთანხმდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის საფეხბურთო კლუბმა "მეცმა" ვერ შეძლო ჯაბა კანკავას ტრანსფერთან დაკავშირებით "რეიმსთან" წარმატებით მოლაპარაკება. ამის შესახებ lunion.fr იუწყება.

ელიტური დივიზიონის კლუბის წარმომადგენლები საქართველოს ნაკრების ჰავბეკის გადაბირებით სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მხარეები კომპრომისულ ვარიანტზე ვერ შეთანხმდნენ.

საშობაო არდადეგების შემდეგ 30 წლის ქართველი ფეხბურთელი უკვე დაუბრუნდა "რეიმსს" და გუნდთან ერთად ემზადება.

ჯაბა კანკავას "რეიმსთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ექვს შეხვედრაში ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული