გიორგი ქვილითაია: საოცარი გრძნობაა, ამდენი ადამიანი შენს გვარს რომ სკანდირებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვენის "რაპიდის" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ქვილითაიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან:

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. "რაპიდში" ძალიან კარგი ატმოსფეროა და კარგი მხარდაჭერა აქვს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდ სიხარულთან ერთად როგორი გრძნობა გქონდათ, როდესაც რამდენჯერმე გოლი გაიტანეთ ასეთი აუდიტორიის წინაშე და გახსოვდათ თუ არა ამ დროს ქართველი გულშემატკივარი? მიხარია, რომ ახალ გუნდში ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებთ კარგი თამაშით. ჩვენ საქართველოდან თვალყურს
გადევნებთ და გგულშემატკივრობთ. წარმატებებს გისურვებთ და ბევრი გოლის გატანას!

- შესანიშნავი ატმოსფეროა, "რაპიდს" ძალიან მაგარი გულშემატკივარი ჰყავს. "შტურმთან" გატანილი გოლის დროს სტადიონზე 26 000 გულშემატკივარი იყო და საოცარი გრძნობაა, ამდენი ადამიანი შენს გვარს რომ სკანდირებს.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - გიორგი ქვილითაიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული