ჯაბა კანკავას თანაგუნდელმა ბიტით სცემა 19 წლის ბიჭს, რომელიც მის ცოლს გამოესარჩლა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბ "რეიმსში" ჯაბა კანკავას თანაგუნდელმა, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტუან კონტემ უმოწყალოდ სცემა 19 წლის ბიჭს, რომელიც მის ცოლს გამოექომაგა.

შემთხვევა 8 დეკემბერს მოხდა. ქუჩაში მყოფი 22 წლის ფეხბურთელისა და მისი ცოლის კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ანტუანმა ცოლს დაარტყა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი ქალს გამოესარჩლა. ამის შემდეგ კონტემ სახლში შეირბინა, იქიდან ბეისბოლის ბიტით დაბრუნდა და უცნობ ბიჭს სასტიკად გაუსწორდა.

Le Figaro-ს ცნობით, დაზარალებული საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით - ტვინში სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს და გადარჩება თუ არა, უცნობია. თავად ანტუან
კონტე დააპატიმრეს, ბრალი წაუყენეს და 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს გაუსვლელობის ხელწერილით. ფეხბურთელს ხუთ წლამდე ციხე ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბიტა არა,ვიში კოზირი :)))
Daviti
18:10 10-12-2016
0
სასამართლო შედგება და შანსია რომ 5 წლით ჩააყუდებენ...გაუსვლელობის ხელწერა კი ნიშნავს რომ საქართველოში არ გამოიქცევა და იქ კიდევ ვერ დაიმალება....
dato
17:14 10-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული