ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: ქართული დერბი რუსეთში და სხირტლაძის საგოლე პასი

AutoSharing Option
5 დეკემბერს რუსეთსა და დანიაში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ორი ქართული დერბი უნდა შემდგარიყო, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოვიდა - თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლა. მატჩი 1:1 დასრულდა. ლორიამ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ოქრიაშვილი კი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო და ამჯერად თავი ვერაფრით გამოიჩინა.

"სპარტაკისა" და "რუბინის" მოსკოვურ მატჩში, რომელიც მასპინძელმა 2:1 მოიგო, მეტოქეთა შორის სათადარიგონი იყვნენ ჯანო ანანიძე და საბა კვირკველია.

რუსეთის პრემიერლიგას 40 ქულით "სპარტაკი" ლიდერობს.

* * *
დანიის
ჩემპიონატში "სილკებორგი" შინ "სონდერისკეს" დაუზავდა - 1:1. დავით სხირტლაძემ 80 წუთი ითამაშა მასპინძელთა რიგებში და საგოლე პასი მიითვალა.
ასევე დაგაინტერესებთ