ლეგიონი გუშინ: სხირტლაძე ფრეს დასჯერდა, "რეიმსი" კანკავას გარეშე იგებს

AutoSharing Option
30 სექტემბერს დანიის სუპერლიგის მე-12 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დავით სხირტლაძის გუნდმა "სილკებორგმა" "ნორშელანს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

მომავალი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ფორვარდმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში, თუმცა 55-ე წუთზე, სავარაუდოდ, ტრავმის გამო შეცვალეს.

"სილკებორგის" მდგომაროება კვლავ არასახარბიელოა, გუნდს 11 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებს "ვიბორგთან" იყოფს.

* * *
საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა ჯაბა კანკავას გუნდმა "რეიმსმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე "ოსერს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელიც
ჯერჯერობით ფორმის აღდგენაზე ზრუნავს, მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა. რაც შეეხება "რეიმსს", გუნდს 19 ქულა აქვს და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილს "ბრესტთან" ერთად ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხირტლაძე გუნდია და "სილკერბორგი" მოთამაშე? მე პირიქით მეგონა. ისე სტატიის ავტორი ჯერ გუნდების დასახელებებში რომ გაერკვეს და მერე წეროს არა??? P.S. ფეხბურთი გუნდური თამაშის სახეობაა და სხირტლაძეს არა მგონი მარტოს ეთამაშა 11 კაცის წინააღმდეგ.
ოღონდაცა რაა
15:00 01-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული