ლეგიონი: გიორგი არაბიძემ "შახტარში" მორიგი გოლი გაიტანა

AutoSharing Option
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში გიორგი არაბიძის დონეცკის "შახტარმა" გუშინ "ჩერნომორეცი" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გუნდის ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა. დონეცკელთა ოფიციალური საიტის ცნობით, არაბიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა.

მთავარმა მწვრთნელმა არაბიძე მოედნიდან 78-ე წუთზე გაიყვანა.

2 ტურის შემდეგ "შახტარის" 21-წლამდელთა გუნდი 6 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული