სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორში" წარადგინეს [PHOTO]
AutoSharing Option
18:50 12-01-2016
12 იანვარს თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად გადავიდა ბელგიური "გენკიდან" სეზონის ბოლომდე იჯარით თურქულ "ესქიშეჰირსფორში". სეზონის ბოლოს თურქულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

11 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და მეორე დღეს იგი უკვე "ესქიშეჰირის" ფეხბურთელის რანგში წარადგინეს.

"ესქიშეჰირი" მიესალმება თორნიკე ოქრიაშვილს და მას წარმატებულ სეზონს უსურვებს ჩვენი კლუბის მაისურით", - წერს თურქული კლუბის ოფიციალური საიტი.

"ექსქიშეჰირი" 10 ქულით თურქულ სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა და დარჩენისთვის იბრძვის, თურქეთში ბოლო სამი გუნდი ვარდება, ასე რომ, "ესქიშეჰირს" გადარჩენის ზონამდე 4 ქულა აშორებს.

თორნიკეს ახალ გუნდს თურქეთის სუპერლიგაში მომავალი მატჩი 18 იანვარს, "ფენერბაჰჩესთან" შინ უწევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge
Raul
10:21 13-01-2016
კვერკველია, ყაზაიშვილი, კანკავა და ასეთი მშრომელი ბიჭები გაცილებით წარმატებით ითამაშებენ დიდ ფეხბურთს, ვიდრე ოქრიაშვილისნაირი და ჭანტურიასნაირი "ტექნიკური", მაგრამ ამ დროს ზარმაცი და თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ფეხბურთელები.
bibi
10:04 13-01-2016
სუფტა ღრუზინული წარმოშობის სუბიექტია. ამის დიდი ფეხბურთის თამაში? კარგით რა, ზრაპრების და თოვლის ბაბუების სანამდე უნდა გჯეროდეთ! ფეხბურთელი, რომელსაც მწვრთნელი ცვლის თამაშის მიმდინარეობისას ის კი გინების კორიანტელს დააყენებს მწვრთნელის მისამართით, მის ადგილს ფეხბურთში მე ვერ ვხედავ, როგორი ტალანტიც არ უნდა იყოს ის. მორჩა და გათავდა. ასეთ რამეს ამ დონის ფეხბურთელს კი არა, მესის არ პატიობენ. ბრავო ცხადაძე, რომ არ მიაქცია პირველ ჯერზე ყურადღება ამ უგვანობას, მაგრამ ტიპს ის ვერ გამოასწორებს. არ უნდა ამას ბევრი გარჩევა და სჯა-ბაასი. ისე ბუნებრივია, როგორც ქართველს წარმატებას უსურვემ ახალ გუნდში, მაგრამ....... ღმერთმაც კარგი ქნას.