ვაკო ყაზაიშვილი 2015 წლის საუკეთესო ლეგიონერია

AutoSharing Option
sportall.ge-ს ვერსიით, 2015 წლის საუკეთესო ლეგიონერი არნემის "ვიტესის" 22 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილია.

საიტი ყოველთვიურად ასახელებს თვის საუკეთესო სამ ლეგიონერს, 2015 წელს თვის სამი ლეგიონერი ათჯერ შემოგთავაზეთ (ივნისში ლეგიონი ისვენებდა, ივლის-აგვისტო გავაერთიანეთ).

10-დან 6 შემთხვევაში პირველ ადგილზე სწორედ ყაზაიშვილი გავიდა! ორჯერ კი ვაკო მეორე ადგილზე გავიდა. ყაზაიშვილმა 22 ქულა დააგროვა და უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა.

მეორე ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც წლის პირველ ნახევარში "დნიპროში" თამაშობდა, ხოლო მეორეში - ფრანგულ "რეიმსში". კანკავამ 8,5 ქულა აიღო.

5,5 ქულით მესამე
ადგილზეა "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე, რომელმაც ყველა ქულა წლის პირველ ნახევარში მოაგროვა.

4. გურამ კაშია - 5 ქულა; 5. მათე ვაწაძე - 4; 6-9. ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი არაბიძე, გიორგი ლორია, ლადო დვალიშვილი - 2-2 ქულა; 10-16. - გიორგი მერებაშვილი, ჯანო ანანიძე, სანდრო კობახიძე, ლუკას ჰუფნაგელი, რომან ჭანტურია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი მაკარიძე - 1-1 ქულა.

ყაზაიშვილს მართლაც დიდებული წელიწადი ჰქონდა, წლის პირველ ნახევარში ანუ 2014/15 წლების სეზონის დასკვნით ეტაპზე მის ანგარიშზე 21 თამაშში 10 გოლია. წლის მეორე ნახევარში ანუ 2015/16 წლის პირველ ნახევარში 16 თამაშში 6 გოლია. ჯამში 37 თამაშში 16 გოლია.

2014 წლის საუკეთესო ლეგიონერი sportall.ge-ს ვერსიით საბა კვირკველია (რუბინი) გახდა, რომელსაც 2015-ში ქულაც არ მოუპოვებია, ისევე, როგორც თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ჭანტურიას.

2015 წლის თვის ლეგიონერები

იანვარი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. ელგუჯა გრიგალაშვილი, 3. ლევან მჭედლიძე.

თებერვალი
1. ჯაბა კანკავა, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. გიორგი მერებაშვილი.

მარტი
1. ლევან მჭედლიძე, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. ჯანო ანანიძე

აპრილი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. მათე ვაწაძე, 3. ჯაბა კანკავა.

მაისი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2-3. ჯაბა კანკავა და ლევან მჭედლიძე

ივლისი-აგვისტო
1. გურამ კაშია, 2. მათე ვაწაძე, 3. სანდრო კობახიძე

სექტემბერი
1. ჯაბა კანკავა, 2. გურამ კაშია, 3. ლუკას ჰუფნაგელი

ოქტომბერი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. გიორგი არაბიძე, 3. ნუკრი რევიშვილი

ნოემბერი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. გიორგი ლორია, 3. გიორგი მაკარიძე

დეკემბერი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. ლადო დვალიშვილი, 3. რომან ჭანტურია
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ დროს თვითონ ჰოლანდიაში კი 2015 წლის საუკეთესო მოთამაშედ მექსიკელი ლეგიონერი ქვარდადო აღიარეს! :)
realoba
05:36 05-01-2016
0
ყაზაიშვილს ვიტესზე ბევრად ძლიერ გუნდში თამაში შეუძლია და იმედია მალე უფრო ძლიერ გუნდსა და ჩემპიონატში ითამაშებს.
bebeto
23:49 04-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული