ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სიტის" ფანები: ქინქლაძე კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
საიტ manchestereveningnews.co.uk-ზე მიმდინარეობს გამოკითხვა - ვინ არის "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი.

თუკი 5 ივლისისთვის გამოკითხვაში გიორგი ქინქლაძეს ხმების მხოლოდ 3% ჰქონდა, ახლა ჩვენებური ფანების ხმებმა გაალიდერეს - გამოკითხულთა 68,2% მიიჩნევს, რომ "სიტის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი "ქინქია".

მეორე ადგილზეა სერხიო აგუერო - 11%, მესამეზე - კოლინ ბელი - 6,2%. დავიდ სილვასა და იაია ტურეს 5-5%-ზე ოდნავ მეტი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე "სიტის" ღირსებას 90-იან წლებში იცავდა.
ასევე დაგაინტერესებთ