რას შემატებს აკაკი გოგია ჩემპიონშიპის "ბრენტფორდს" [VIDEO]

AutoSharing Option
"ბრენტფორდი" ძალიან ახლოს იყო, ისტორიაში პირველად, პრემიერლიგაში გადასვლასთან, მაგრამ "მიდლსბროსთან" პლეი ოფში დამარცხდა. სამაგიეროდ, "ფუტკრებმა" (ასე ეძახიან ინგლისში ამ კლუბს) ფუტკარივით შრომა სამომავლოდაც დაიწყეს და პირველი ტრანსფერიც გაჩარხეს.

23 წლის აკაკი გოგია, რომელიც ეროვნებით ქართველია და მოქალაქეობით გერმანელი, III ბუნდესლიგის "ჰალეშერიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დიდი ხნით დაიბევეს.

გოგია ჩვენთვის მას მერე გახდა საინტერესო ფიგურა, რაც გერმანულ მედიაში საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გააცხადა.

მაშ ასე, რას მოუტანს ახალ გუნდს ქართველი გარემარბი? ამ თემაზე ინგლისშიც იფიქრეს და ვიდეორგოლიც შექმნეს.

მფლობელ მეტიუ ბენჰემს
სურს, რომ გუნდმა მომავალ სეზონში გააუმჯობესოს სტანდარტული მდგომარეობების შესრულება. როგორც ჩანს, ამ მხრივ გუნდს გოგიას იმედი უნდა ჰქონდეს.

გოგიამ ამ სეზონში რამდენიმე შორეული ჯარიმა გაიტანა. ასე რომ, ის გუნდში სტანდარტულებს შეასრულებს და შეცვლის ალექს პრიტჩარდს, რომელიც "ტოტენჰემში" დაბრუნდა. "ჰალეშერში" გოგია პენალტებსაც ასრულებდა.

გოგია სწრაფია და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებს. ეს "ვეენთან" თამაშშიც კარგად გამოჩნდა, როცა დიდებული გოლი გაიტანა.

გოგია საკმაოდ ტექნიკურია და შეუძლია ერთი-ერთზე მცველებს გაუმკლავდეს, როგორც ეს "ხემნიცთან" მატჩში გამოჩნდა.

ქართველს შეუძლია კარგი პასის დამუშავება და თავადაც კარგად გაგრძელება შეტევის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

 

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ ვიდეო ინგლისელებს არ გაუკეთებიათ !!!1 მე გავაკეთე
otari
18:54 19-05-2015
0
ეს ბიჭი გვჭირდება
giorgi
21:55 18-05-2015
0

სიახლეები პოპულარული