გურამ კაშია: სამწუხაროა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება!

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქათველმა ლეგიონერმა გურამ კაშიამ ჰოლანდიურ გამოცემა omroepgelderland-ისთან შაბათს, 22 ნოემბერს, "ალკმააართან“ გასამართ ერედივიზიეს მორიგი ტურის მატჩის მოლოდინზე ისაუბრა და მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან დენ ბრომის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ცნობისთვის, ვან დენ ბრომი "ვიტესს" 2011-12 წლებში წვრთნიდა და აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი თაოსნობით გახდა ქართველი მცველი არნემული კლუბის კაპიტანი (2011 წელს).

"ვან დენ ბრომი დიდი ადამინი და მწვრთნელია, მასთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს, რათა კიდევ ერთხელ შევხვდე მას", - აცხადებს 28
წლი ქართველი ფეხბურთელი.

კაშიას პოლონეთთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი მარცხის (0:4) შესახებაც ჰკითხეს, თუმცა მან ამასთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა და მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

"ცხოვრება გრძელდება. ახლა აამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ," - გულდაწყვეტით განაცხადა საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა.

აქვე გეტყვით, რომ არნემის "ვიტესი", რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძოდა, ამჟამად ჰოლანდიის ჩემპიონატში 16 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

კახა თორია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული