ტრანსფერის მოლოდინში: ჯაბა კანკავა ევროპაზეა ორიენტირებული

AutoSharing Option
ჯაბა კანკავა ფრანგული "რეიმსიდან" რომ წავიდა, უკვე ცნობილი ამბავია. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანსა და საყრდენ ნახევარმცველს უფრო მაღალ დონეზე სურს თამაში, ვიდრე რუსეთია, თუნდაც, იქაური პრემიერლიგა ან მოწინავე კლუბი იყოს.

გუშინ ეს ამბავი შევიტყვეთ - კანკავას ერთ-ერთი რუსული კლუბის ვარიანტი რომ ჰქონდა, მოცემულ მომენტში ამ თემამ აქტუალობა დაკარგა.

ასე რომ, კანკავა კვლავ ნამდვილ ევროპაზეა ორიენტირებული, ამ მხრივ მუშაობა მიდის და, წესით, ახლო მომავალში საინტერესო სიახლის მომსწრენი უნდა გავხდეთ.

შეგახსენებთ, რომ კანკავამ ბოლო ორი სეზონი "რეიმსის" შემადგენლობაში ჩაატარა.
თუ პირველ წელს ჩვენებურის გუნდი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მეორე სეზონი ჯაბამ და მისმა პარტნიორებმა ერთი რანგით დაბალ ლიგაში გაატარეს, "რეიმსში" კი ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ, დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" გადავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ამბიციას მაინც რომ არ კარგავს.
gibo
14:04 27-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული