თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ორენბურგი" საკონტროლო მატჩში 0:3 დამარცხდა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, "ორენბურგმა" სერბულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და პირველი მარცხი იწვნია.

27 ივნისს, რუსეთის პირველი ლიგის გუნდი ადგილობრივ "ვოჟდოვაცს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. მანამდე ქეცბაიას შეგირდებმა სერბულ "რადთან" მოიგეს (3:0), სამარის "კრილია სოვეტოვთან" კი ფრედ (0:0) ითამაშეს. "ორენბურგის" არცერთ სპარინგში არ მიუღია მონაწილეობა გუნდის ქართველ თავდამსხმელ ელგუჯა ლობჯანიძეს.

"ორენბურგს" წინ რუსეთის პირველი ლიგა აქვს. ქეცბაიას გუნდი ჩემპიონატის სასტარტო მატჩს 8 ივლისს, შინ "ტამბოვთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები, წარმატებები
0
წარმატებები თემურს. დალოცვილებო როცა მოიგო 3:0 იქნებ მაშინაც დაგეწერათ.
gizog
12:50 28-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული