[ექსკლუზივი] საბა ლობჟანიძე: არ ვფიქრობ, რომ დანიაში თამაში ჩემთვის ცუდი იქნება

AutoSharing Option
22 ივნისს საბა ლობჟანიძე ოფიციალურად გახდა "რანდერსის" ფეხბურთელი. დანიური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილმა მოთამაშემ ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 23-ნომრიანი მაისურაც მიიღო.

- ცეცხლოვანი ქართველი - "რანდერსმა" საბა ლობჟანიძე ოფიციალურად წარადგინა

Sportall.ge-მ ლობჟანიძესთან ინტერვიუ დანიაში მის გამგზავრებამდე ჩაწერა.

- იანვარში "დინამოსთან" უთანხმოება გქონდა. შენი წასვლით, თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა განაწყენებული ხომ არ რჩება?
- არა. მართალია, თავიდან იყო კონფლიქტები, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი დალაგდა. ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილია ჩემი გამოსვლით ამ სეზონში და საერთოდ არ მინაწყენდება, რისთვისაც მათი
მადლიერი ვარ.

- ისე ხდება, რომ სეზონის შუაში "დინამოს" წამყვანი ფეხბურთელები ტოვებთ...
- "დინამოს" ძალიან კარგი მომავალი აქვს. მაგარი ფეხბურთელები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონებიც გახდებიან.

- გულშემატკივარმა მთლად დადებითად ვერ შეაფასა შენი ტრანსფერი დანიის ჩემპიონატის მე-7-ადგილოსან "რანდერსში"...
- კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. იყო სხვა წინადადებებიც, იგივე ესპანური "კორდობადან", მაგრამ სტაბილური წინადადება ვარჩიე. დანიური კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე და მათთან საუბრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ასე სჯობს.

საერთოდ არ ვფიქრობ, რომ დანიის ჩემპიონატში თამაში ჩემთვის ცუდი იქნება. პირიქით, უფრო გამზრდის, უკეთესს გამხდის.

- კლუბის ხელმძღვანელობა ძირითად შემადგენლობაში ადგილს შეგპირდა?
- კი, თუმცა, თუ კარგად არ ვითამაშე, ადგილს ვერ შევინარჩუნებ. ასე კონკრეტულად რაიმეს თქმა რთულია, ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.

- როგორ გგონია, დანიიდან ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი გექნება?
- თუ ვითამაშე და მწვრთნელებმა ჩემი გარჯა დადებითად შეაფასეს, რატომაც არა?! ნაკრებს თუ გამოვადგები, მხოლოდ გამიხარდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შემოიღოს წესი რომ ფეხნურთელმა უნდა დატოვოს ქვეყანა 22წლის ასაკში
rexeli
17:27 27-06-2017
0
რას ერჩით ამ ბიჭებს, შანსი მიუეცათ და რატომ არ უნდა წასულიყვნენ? რომ დარჩნენ რა შედეგს უნდა მიაღწიონ ერთი ძაან მაინტერესებს, ან რა ფასი მოემატებათ, ან რა ხელFასი, ან რა უნდა მოიგონ . დიდი დიდი ჩემპიონატი და ხახვი არ დააჭრას ვინმეს მაგ ჩემპიონმა კაზახებს და აზერებს ვერ უგებენ. წადით ბიძიკო თავს უშველეთ. წარმატებები
vaso
15:09 24-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული