ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ტრენჩინმა" ამხანაგური მატჩი გამართა "ჟილინასთან". შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და "ტრენჩინის" გამარჯვებით, 6:3 დასრულდა.
ქუთაისელთა მეტოქის სასტარტო შემადგენლობაში იყო
გიორგი ბერიძე, რომელმაც 42-ე წუთზე ანგარიში 4:2 გახადა. მანამდე მან პენალტი მოუპოვა გუნდს. ჩვენებური 67-ე წუთზე შეცვალეს.