"რუბინის" სპორტული დირექტორი: მომავალში საბა კვირკველიას იმედი გვაქვს!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ილგიზ ფახრიევმა განაცხადა, რომ იჯარით გაშვების მიუხედავად, საბა კვირკველიაზე კლუბში იმედებს მაინც ამყარებენ.

ფახრიევმა "რუბინიდან" ამ ზამთარს გასხვისებულ მოთამაშეებზე ისაუბრა და მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარით გადასული ქართველი მცველიც ახსენა.

"ჩემპიონატის პირველმა ნაწილმა გვაჩვენა, რომ სათადარიგოთა სკამი გადატვირთული გვქონდა. გვყავდნენ მოთამაშეები, რომელთა სკამზე ყოფნა არარაციონალური იყო. ესენი იყვნენ: მაგომედ ოძოევი, სოლომონ კვირკველია და ემილ ბერტსტრემი. მაგრამ მომავალში ჩვენ მათი იმედი გვაქვს", - უთხრა ფახრიევმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონატის პირველ ნაწილში არცერთი მატჩი ჩაუტარებია
"რუბინში", ახლახან იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა, სადაც სეზონს ჩაამთავრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული