ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

AutoSharing Option
რუსული მედიის ინფორმაციით, საბა კვირკველია დღეს "რუბინის" შემადგენლობაში საკონტროლო მატჩს გამართავს "სარპსბორგის" წინააღმდეგ და გუნდის რიგებს დატოვებს.

საბა კვირკველია: დიახ, მოსკოვის "ლოკომოტივთან" საუბარი მიმდინარეობს

უახლოეს ხანებში ქართველი მცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ამ კლუბში ჩაირიცხება.

კვირკველია "რუბინიდან" "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავა და მოსკოვურ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება, თუმცა "ლოკომოტივს" ქართველის გამოსყიდვის უფლება ექნება (ფიქსირებული თანხით) და თუ მოისურვებს, ჩვენებურს დაიტოვებს. რა თანხაზეა ლაპარაკი, წყარო ამის შესახებ არაფერს იტყობინება.
ასევე დაგაინტერესებთ