საბა კვირკველია: დიახ, მოსკოვის "ლოკომოტივთან" საუბარი მიმდინარეობს

AutoSharing Option
ინფორმაცია, რომელიც გაზეთმა "ლელომ" ცოტა ხნის წინ გაავრცელა, მოგვიანებით რუსულმა მედიამაც დაადასტურა - ყაზანის "რუბინის" 25 წლის მცველი საბა კვირკველია, დიდი ალბათობით, მოსკოვის "ლოკომოტივში" გააგრძელებს კარიერას. საუბარია საიჯარო ხელშეკრულებაზე სეზონის ბოლომდე.

- საბა კვირკველიას ტრანსფერი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადაწყვეტილია?

"მიმდინარეობს საუბარი "ლოკომოტივში" გადასვლასთან დაკავშირებით. მე ტრანსფერის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ დასრულდება ყველაფერი. არც ისი ვიცი, ეს იჯარა იქნება თუ სრულფასოვანი კონტრაქტი. ყველაფერი 24 თებერვლამდე უნდა გაირკვეს", - აქვეყნებს კვირკველიას ნათქვამს tass.ru.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია "რუბინს" 2011 წლიდან
ეკუთვნის. ამ გუნდის მაისურით მის ანგარიშზე 87 მატჩი და 3 გოლია. მიმდინარე სეზონში საბას ყაზანურ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა სათასო მატჩში. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ! ბავშვობიდან მაგაზე ოცნებობდი ხო?
Walkabout
10:00 21-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული