სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
გუგა ფალავანდიშვილი: დიახ, "დაჩია"... კიშინიოვში ხვალ ან ზეგ ჩავალ
AutoSharing Option
13:02 17-02-2017
კიშინიოვის "დაჩიაში" ნუკრი რევიშვილის გადასვლის ამბავი უკვე ცნობილია. საქართველოს ნაკრების მეკარე მოლდოვურ გუნდთან ერთად ესპანეთში ემზადება. იყო ინფორმაცია, თითქოს, 29 წლის კიპერთან ერთად "დაჩიაში" ქუთაისის "ტორპედოდან" წასულ გუგა ფალავანდიშვილსაც ელიან, რომლის კონტრაქტიც კვიპროსის "ეთნიკოსთან" ფიფამ არ დაარეგისტრირა.

"ლელო" დაუკავშირდა 23 წლის ნახევარმცველს, რომელმაც მოლდოველთა ინტერესი და შესაძლო ტრანსფერი დაადასტურა:

"მართალია. კიშინიოვში ხვალ ან ზეგ ჩავალ, მაგრამ ჯერ დეტალები არ ვიცი და მალე გავარკვევ, კონტრაქტს რა ვადით გავაფორმებ. მთავარია, "ეთნიკოსში" ჩემი ტრანსფერი არ დარეგისტრირებულა, ანუ "დაჩია" სეზონში მესამე კლუბი არ იქნება და ხელი არ შემეშლება", - ამბობს ფალავანდიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
svan
18:32 17-02-2017
როგორც იქნა კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა ოცნებების ასრულებას, გილოცავ გუგა შენი ოცნება ახდა..! გეთამაშა რა კიშინიოვის დაჩიაში!
vai vai
16:48 17-02-2017
იცის რო მოლდაველებს ლამაზი ქალები ყავთ და მაგ პონტში მიდის ცოტას გაერთობა,მერე კამაზს მოარტყავს ან შინიკს და ამასობაში ასაკიც შეეპარება ,და გაფრინდა ნიჭირებაც ამ არაფრის მომცემ კლუბებში ხეტიალით.