საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს უმასპინძლებს

AutoSharing Option
ფუტსალში ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის მატჩები საქართველოში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.

21 ოქტომბერს, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეთა ვინაობა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაირკვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურისთვის შვეიცარიის, ისრაელის და შოტლანდიის ნაკრებებთან იბრძოლებს. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში, 2017 წლის 23 იანვრიდან - 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები ითამაშებს. ოთხ გუნდს შორის საუკეთესო ძირითად საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, ჩვენს ჯგუფში გამარჯვებული ნაკრები ევრო საგზურისთვის ბელარუსში იბრძოლებს, სადაც მასპინძელი და ჩვენს
ჯგუფში გამარჯვებული ნაკრების გარდა, იტალია და ჰოლანდია ითამაშებენ.

ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი სლოვენიაში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნორმალური ჯგუფია და წესით უნდა გავიდეთ.
მაგრამ თსუ რომ დაიშალა ეგ ძაან ცუდია და სამარცხვინოა, როცა ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდი მეორე სეზონს ვეღარ ატარებს. არადა ამ ბიჭების უმეტესობა ნაკრებს თსუმ მიაწოდა.
წარმატებები ნაკრებს!
Nika
12:51 23-10-2016
0
წარმატებები უხელფასო ბიჭებს! შედარებით მარტივი ჯგუფია. გასვლა შესაძლებელია.
მაგრამ სანამ ფედერაცია იმ 265 მილიონიდან 5 მილიონს ფუტსალში არ ჩადებს, მანამ სერიოზული ამბიციები ვერ გვექნება. ნაკრების უმრავლესობას ხელფასი რომ არ ექნება ძაან სამარცხვინოა..
Georgian
02:23 23-10-2016
0

სიახლეები პოპულარული