პირველად ისტორიაში - ქართველი უეფას ფუტსალის თასის გამარჯვებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 24 აპრილს, რუსული იუგორსკის "იუგრა", რომლის რიგებშიც ქართველი მეკარე ზვიად კუპატაძე ასპარეზობს, ფუტსალში უეფას თასის გამარჯვებული გახდა.

ზვიად კუპატაძის გუნდი ფინალში უეფას თასის სამგზის მფლობელ ესპანურ "ინტერს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, საბოლოოდ, ანგარიშით 4:3 იმარჯვა.

უნდა ითქვას, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელ კაკას ასისტენტები ქართველი სერგეი ქორიძე და ბესო ზოიძე არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ უეფას ფუტსალის თასის გათამაშების ისტორიაში აღნიშნული ტიტული დღემდე არცერთ სხვა ქართველ ფეხბურთელს არ მოუპოვებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული