11 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ლიგის V ტურის შეხვედრები გაიმართება

AutoSharing Option
11 აპრილს, სპორტის ახალი სასახლე საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების V ტურის ორ შეხვედრას უმასპინძლებს.

11.04.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. V ტური
17:00 IBSU - დინამო (ბთ)
19:00 აფხაზეთი - უფლისციხე

ტურის კიდევ ორი დაპირისპირება, "სპარტაკი" - თსუ, "თბილისი" - "სტუ-თელასი", 25 აპრილს გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT
City, Apple City

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", ვებპორტალები, mysports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული