საქართველოს ფუტსალის ლიგა: ორი ტურის შემდეგ ფავორიტები გამოიკვეთნენ [VIDEO]

AutoSharing Option
21 მარტს, სპორტის ახალმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის რიგით მეორე კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

ორშაბათს გამართული შეხვედრები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. პირველები პარკეტზე თბილისის და აფხაზეთის მინი-ფეხბურთის კლუბები გავიდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

პირველი ტურის მსგავსად, "თბილისის" ფეხბურთელები მატჩის საწყის წუთებზე ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა მალევე უპირატესობა ხელიდან გაუშვეს და მიუხედავად არაერთი რეალური საგოლე ეპიზოდისა, თითქმის მთელი შეხვედრა მდევრის როლში მოუწიათ ყოფნა. გარდამტეხი მატჩის ბოლო ხუთი წუთი გამოდგა, როდესაც თბილისელთა კაპიტანმა ნიკა თურმანიძემ ჯერ წინასწორობა აღადგინა, ხოლო ილია რეხვიაშვილმა
საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 8-7 დებიუტანტის სასარგებლოდ.
იხილეტ ვიდეო
Sportall.Ge

მორიგი სამი ქულის მოპოვება მოახერხა მოქმედმა ჩემპიონმა "სტუ-თელასმა", რომელმაც ამჯერად "სპარტაკი" არ დაინდო და გამანადგურებელი ანგარიშით - 15-3 დაამარცხა. "ენერგეტიკოსების" რიგებში ჰეთ თრიკი ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა შეასრულა - თავი გიორგი სოზაშვილმა, შოთა თოფურიამ და მოთამაშე-მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გამოიჩინეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საკმაოდ დაძაბული გამოდგა "დინამო ბათუმისა" და უფლისციხის გუნდების დაპირისპირება. პირველი გოლი მატჩის მე-12 წუთზე ქართლელებმა გაიტანეს. "დინამომ" მალევე შეძლო სიტუაციის გამოსწორება და ოთხწუთიან ინტერვალში 3-1 დაწინაურდა. თუმცა უფლისციხელთა და მათი მთავარი მწვრთნელის, ალიკ სარქისიანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მალევე შეძლეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება და საბოლოოდ პირველი ტაიმი ფრედ, 3-3 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში აჭარლებს იღბალმა ზურგი აქცია და გოლის გატანას მხოლოდ ერთი გუნდი ახერხებდა. ამას დაემატა ისიც, რომ "დინამოს" შემტევმა ლევან ნადარაიამ 6-მეტრიანი დარტყმაც ვერ გამოიყენა. ამ დროს ანგარიში 3-6 იყო. ტაიმის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე "უფლისციხის" უპირატესობა უკვე სოლიდური გახდა. ბათუმელთა ნუგეშად კი მატჩის ბოლო წამზე გატანილი ერთადერთი გოლია - 8-4, ქართლელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტური "სტუდენტური დერბით" დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მინი-ფეხბურთის გუნდები დაუპირისპირდნენ. მიუხედავად მატჩის სენსაციური დასაწყისისა, თსუ-ს ფეხბურთელებს ერთი წამითაც არ შეუტანიათ ეჭვი საკუთარ ფავორიტის სტატუსში, რაზეც საბოლოო ანგარიშიც მეტყველებს - 11-1 სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის სასარგებლოდ, რომლის რიგებშიც პოკერით გამოირჩა გია ნიკვაშვილი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე საფეხურებზე 6-6 ქულით "სტუ-თელასი" და "თსუ" იმყოფებიან. მოქმედი ჩემპიონი მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს უშუალო კონკურენტს.

მომდევნო, III ტურის შეხვედრები 28 მარტს გაიმართება:

უფლისციხე - თსუ
სპარტაკი - დინამო (ბთ)
აფხაზეთი - სტუ-თელასი
IBSU - თბილისი

21.03.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. II ტური
თბილისი - აფხაზეთი 8-7 (2-3)
გოლები: 7წთ,ნ.თურმანიძე(1-0),9წთ,რეხვიაშვილი (0-2), 9წთ, ტვილდიანი (2-1), 10წთ, ტვილდიანი (2-2), 19წთ, ჭანტურიძე (2-3), 22წთ, მხითარიანი (3-3), 23წთ, ღუღუნიშვილი (3-4), 25წთ, მაისურაძე (4-4), 26წთ, ხარაიშვილი (4-5), 27წთ, მაისურაძე (5-5), 30წთ, კარაპეტიანი (6-5), 32წთ, ახალაია (6-6), 34წთ, ღუღუნიშვილი (6-7), 35წთ, ნ.თურმანიძე (7-7), 37წთ, რეხვიაშვილი (8-7)
თბილისი: დ.თურმანიძე, მხითარიანი, ჭელიძე, რეხვიაშვილი, ნ.თურმანიძე. სათ: ი.გედენიძე, სოხინი, ჯანელიძე, კარაპეტიანი, მაისურაძე, ხახაშვილი, გაფრინდაშვილი
აფხაზეთი: გელაშვილი, ჭანტურიძე, ღუღუნიშვილი, ახალაია, ჯაფარიძე. სათ: წამალაშვილი, გოგოხია, ხარაიშვილი, ფიფია, ტვილდიანი, სებისკვერაძე, კვარაცხელია, ოთინაშვილი, რ.გედენიძე

სტუ-თელასი - სპარტაკი 15-3 (5-1)
გოლები: 3წთ, სოზაშვილი (1-0), 4წთ, თოფურია (2-0), 7წთ, კურბანოვი (3-0), 8წთ, სოზაშვილი (4-0), 13წთ, დუ ჟუნიორ (4-1), 19წთ, ასათიანი (5-1), 22წთ, თოფურია (6-1), 22წთ, წვერავა (7-1), 23წთ, თოფურია (8-1), 25წთ, ბოკერია (9-1), 26წთ, გაბუჩია (10-1), 27წთ, ასათიანი (11-1), 33წთ, სოზაშვილი (12-1), 34წთ, იმედაძე (12-2), 35წთ, კურბანოვი (13-2), 37წთ, ასათიანი (14-2), 38წთ, ცხომარია (15-2), 40წთ, იმედაძე (15-3)
სტუ-თელასი: გაბუჩია, სოზაშვილი, თოფურია, ასათიანი, შელეგია. სათ: თარხნიშვილი, წვერავა, მამულაშვილი, ბოკერია, ცხომარია, კურბანოვი, მერკვილაძე
სპარტაკი: სვანიძე, ალფონსე, იმედაძე, კურატიშვილი, აბლო სათ: კირკიტაძე, ქუთათელაძე, მგალობლიშვილი, ყანდარელი, ნიკოლაიშვილი, დუ ჟუნიორ

დინამო (ბთ) - უფლისციხე 4-8 (3-3)
გოლები: 12წთ, ლუკაშვილი (0-1), 13წთ, შამილაძე (1-1), 13წთ, ნადარაია (2-1), 15წთ, ნადარაია (3-1), 16წთ, კბილაძე (3-2), 19წთ, ოქროპირიძე (3-3), 25წთ, სულთანიშვილი (3-4), 29წთ, ლუკაშვილი (3-5), 30წთ, მჭედლიშვილი (3-6), 37წთ, ტლაშაძე (3-7), 39წთ, ადუაშვილი (3-8), 40წთ, შამილაძე (4-8)
დინამო (ბთ): ბერიძე, მახარაძე, დოლიძე, კეკელიძე, შამილაძე სათ.: თოდაძე, ნადარაია, ფარტენაძე, ტყეშელიაძე, დარახველიძე
უფლისციხე: ადუაშვილი, მჭედლიშვილი, ოქროპირიძე, ბალიაშვილი, კბილაძე სათ.: კეჩხუაშვილი, სულთანიშვილი, ნონიკაშვილი, ნასყიდაშვილი, ტლაშაძე, ლუკაშვილი, შუბითიძე

თსუ - IBSU 11-1 (3-1)
გოლები: 4წთ, მაისურაძე (0-1), 9წთ, ქურცაძე (1-1), 10წთ, ნიკვაშვილი (2-1), 15წთ, სიგუნავა (3-1), 21წთ, ბობოხიძე (4-1), 25წთ, ნიკვაშვილი (5-1), 27წთ, ჭანუყვაძე (6-1), 27წთ, სიგუნავა (7-1), 30წთ, ბობოხიძე (8-1), 33წთ, ნიკვაშვილი (9-1), 34წთ, კობაიძე (10-1), 35წთ, ნიკვაშვილი (11-1)
თსუ: ჯამბურია, ბობოხიძე, ლუკავა, ჭუმბურიძე, ქურცაძე. სათ.: ჭანუყვაძე, კაკაბაძე, კობაიძე, სიგუნავა, ნიკვაშვილი, სანიკიძე
IBSU:ბუჯიაშვილი, სეფერთელაძე, ზატუაშვილი, ლოლუა, მაისურაძე. სათ.: გურერი, კალანდია, დევაძე, ჟორჟიკაშვილი, გველესიანი, ბაირამოვი.

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი","წყალი მარგებელი", SPORT City.

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული